Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორ თქვა უარი ევროპარლამენტმა ყველა იმ ფუნდამეტურ ღირებულებაზე, რაზეც ოდესღაც იდგა ევროპა – ეს ყველაფერი ხომ მითითებაა, მივბაძოთ უკრაინის ხელისუფლებას და უცხო ქვეყნების ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენივე ხელით მივართვათ საკუთარი ქვეყანა!

მარშალ პრესი 09/06/2022
ვატო შაქარიშვილი
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს
“დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორ თქვა უარი ევროპარლამენტმა ყველა იმ ფუნდამეტურ ღირებულებაზე, რაზეც ოდესღაც იდგა ევროპა. დღეს გვითხრეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ფაქტები! დღეს გვითხრეს, რომ მშვიდობა დასჯადია! დღეს გვითხრეს, რომ ქველმოქმედება საერთაშორისო კრიმინალია! დღეს გვითხრეს, რომ ეროვნული ინტერესებით ქვეყნის მართვა პრორუსობას ნიშნავს! რეზოლუციის მხარდამჭერი თითოეული ევროპარლამენტარი, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა! ამ აქტით განაცხადეს, რომ 9 წლის განმავლობაში ევროპულისტანდარტებს შეესაბამებოდა – ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წამება, ღირსების შელახვა, ქონების ჩამორთმევა, ტელევიზიების დარბევა, მშვიდობიანი მიტინგების სისხლში ჩახშობა, სასამართლოს დამონება, მასობრივი თვალთვალი და მიყურადება, პოლიციის პოლიტიზირება, და ა.შ.
რეზოლუციის მხარდაჭერით, ევროპარლამენტარებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში დესტრუქციული პროცესების დაწყებას. პარადოქსულია, ქართველი ხალხის გულშემატკივრობის მოტივით, ამ ხალხისვე არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო და შეურაცხყოფაში გადაზრდილი კრიტიკა. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, როდესაც ამბობ რომ საქართველოს კეთილისმსურველი ხარ და ამავდროულად ითხოვ, იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ამ ქვეყანას რამდენიმე მილიარდი მოახმარა, 2012 წელს კი, სისხლიანი რეჟიმისგან იხსნა!
საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ მითითებაა, მივბაძოთ უკრაინის ხელისუფლებას და უცხო ქვეყნების ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენივე ხელით მივართვათ საკუთარი ქვეყანა! არა! ასე არ მოვიქცევით! იცოდეთ, რომ ასეთი უსამართლო, არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით მოტივაციას გვმატებთ, რომ უფრო მეტად განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!
ქრისტიანული მორალის, ტრადიციული ინსტიტუტების, ოჯახის, თეთრის და შავის გარჩევის გამოცდილების, ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებს შორის ჰარმონიის გარეშე დარჩენილი, გაზულუქებული ბიუროკრატიის წევრობა, არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის მისწრაფება!” – წერს შაქარაშვილი

Post navigation

Previous: როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა!!!
Next: მათი ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის დაეჭვებას, მათი როგორც ევროპელების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.