IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა.

შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის, განცხდებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მონიტროინგი, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება