Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ უკრაინელები ეწურებათ – ეს ომი უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა

მარშალ პრესი 16/01/2025
marko rubio

ჩნდება კითხვა, რა როლის შესრულება შეგვიძლია? ვფიქრობ, პირველი ის არის, რომ ეს როლი მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ. ამ პროცესში, ჩემი განსხვავება ბაიდენის ადმინისტრაციისგან არის ის, რომ მათ არასოდეს ასახეს ნათლად, რა იყო კონფლიქტის საბოლოო მიზანი, კონკრეტულად რას ვაფინანსებდით, კონკრეტულად რაში ვდებდით ფულს, – ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ბევრ შემთხვევაში, საუბარი იყო, რამდენი დროც იქნება საჭირო, რამდენ ხანიც დასჭირდება [ომს]- ეს არ არის რეალისტური, წინდახედული პოზიცია. საქმე ისაა, რომ ამ კონფლიქტში რუსეთს არ შეუძლია მთელი უკრაინის წაღება, უკრაინელები მეტად მამაცები არიან და ძალიან ძლიერად იბრძვიან, ქვეყანა კი ძალიან დიდია – ეს არ მოხდება. ასევე არარეალურია იმის დაჯერება, რომ რაც უნდა დიდი ზიანი მიეყენებინათ მათ რუსეთის ფედერაციისთვის ამ შემოჭრის შედეგად, შეუძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთის ჯარი იქ დააბრუნოს, სადაც ისინი იყვნენ უკრაინაში შემოჭრამდე.“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, უკრაინის პრობლემა არა ფულის ამოწურვა, არამედ ისაა, რომ მათ ცოცხალი ძალა ეწურებათ და საჭიროა გაბედული დიპლომატია, რათა ომი დასრულდეს.

„პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ უკრაინელები ეწურებათ. ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება.
რთული იქნება ამაზე მუშაობა, არ იქნება ადვილი ამის მცდელობა, მაგრამ ეს მოითხოვს გაბედულ დიპლომატიას და იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი: უნდა იყოს დათმობები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ასევე უკრაინელების მხრიდან. მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს იყოს ბალანსი დაცული.“ – განაცხადა მარკო რუბიომ.

Continue Reading

Previous: 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ
Next: მე ვგმობ ძალადობას. ოღონდ ამ ძალადობის გამომწვევ პროვოკაციებთან ერთ ჯაჭვში, განცალკევებით – არა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025