Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო – ამ დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს

მარშალ პრესი 15/01/2025
tamta megrelishvili

კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ქართული ოცნების” დეპუტატს, დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჩიქა ჩაარტყა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გახარიამ, როგორც დაპირისპირების ინიციატორმა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ღია პროვოკაციაზე დასავლეთის დასანახად მიდის, რათა წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ავიწროებს.

“კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო.
გიორგი გახარია იყო ინიციატორი ამ დაპირისპირების და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
პ.ს. ოპოზიცია მასიურად ღია პროვოკაციაზე მიდის.
მათ სურთ კოლექტიურ დასავლეთს მორიგი ნარატივი ჩააწოდონ- “ნახეთ როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიცია და მათი ლიდები”!
სინამდვილეში დაპირისპირებები რომლებსაც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი არის და რჩება ხელოვნურად წინასწარ დადგმული სცენარით მოქმედებად ძირითადი მიზნით
ოპოზიციას ავიწროებს ხელისუფლება.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
Next: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებების მიერ დაბარებულ იქნას გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025