Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ახლა ვუყურებთ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“

მარშალ პრესი 14/01/2025
zurab kadagidze

„ჩვენ ახლა ვუყურებთ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის და ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან. „ამერიკის მეხუთე პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ გარკვეული შტატები შემოსაზღვრა და თქვა, რომ ამის იქით ამერიკის უკანა ეზოა და არცერთ ევროპელს არ აქვს უფლება, შემოვიდეს ამერიკაში და საკუთარი პოლიტიკა აწარმოოსო.

დონალდ ტრამპს კი გაეხსნა მადა და გეუბნება, რომ ეს კი არა, კანადაც, მექსიკაც, ყველა არხიც, ყველა გასასვლელიც და მთლიანად, გრენლანდიიდან დაშვებული ნახევარი ოკეანეც უნდა იყოს ამერიკის კონტროლის ქვეშო. ამ ფონზე, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის – რატომ გრენლანდია, რა ხდება არქტიკაში, რუსეთის როლი და ა.შ.

ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან და ამ სცენარის გადაკეთებასაც ვერ ახერხებენ – ჭადრაკს თამაშობდნენ კიევში, ჭადრაკი ითამაშეს აქაც, აქციებისას. ისიც ვერ მოიფიქრეს, ლოტო ეთამაშათ; ქორწილი იყო კიევში, ქორწილი იყო თბილისშიც და ა.შ.“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ

Continue Reading

Previous: გარედან წაქეზებული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დააბრუნებინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მმართველობაში ყოფნის პერიოდში თავი გამოიჩინეს პატიმართა მასობრივი წამებით, რეკეტით, ტოტალური შიშის დათესვით – კარგი ის არის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის ნეოლიბერალური ფაშიზმის არსი
Next: ახლა ჩვენთვის საინტერესოა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინ იქნება დანიშნული ელჩად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025