Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დმიტრო კულებამ თქვა, ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლაო – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 13/01/2025
shalva papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო.

„ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა – თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა.

როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი – “ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს” – ისტორიას დარჩა.
ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს “საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა”.

მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან, წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, სანქციიებით ვერაფერს მივაღწევთ – ვინ არის ხორვატიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი
Next: გამოცემა “Financial Times” დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025