Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის მოწოდებები და პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს

მარშალ პრესი 13/01/2025
soso manjavidze

არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მითუმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს, – ამის შესახებ ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დამნაშავეების მიმართ გამოვლენილი გულმოწყალება, კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ სისასტიკეა. მანჯავიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ნარატივების ომის შედეგად ტვინდაზიანებული რევოლუციონერები თავსაც დაიღუპავენ, საზოგადოებას და ქვეყანასაც დაღუპავენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა და მოწოდებები დაუსჯელი დარჩება.

“დამნაშავეების მიმართ გამოვლენილი გულმოწყალება არის სისასტიკე კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ.
ეს ერთი.
მეორე – არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მითუმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს.
ამგვარი ქცევაზე რეაგირების აპრობირებული პრაქტიკა არსებობს უამრავ ქვეყანაში, მაგალითად მეზობელ თურქეთში და მისი გაცნობა არაა პრობლემა.
მესამე – შეპყრობილების ახალი ავადმყოფური წამოწყება და მოწოდება, რომ საჭმელში ჩაუფურთხონ ადამიანებს, სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, სხვათა შორის, რესტორატორების მხრიდანაც.
იგივე სურათია ბევრ კლინიკაში, სადაც შეპყრობილი ექიმები პოლიტიკური ნიშნით ასხვავებენ ადამიანებს.
ორივე შემთხვევაში ასეთი დაწესებულებები უნდა დაიხუროს.
იმავეს ვიტყვი განათლების სისტემაზე-სკოლები და უნივერსიტეტები, რომლებიც ლიბერმარგინალებმა რევოლუციურ შტაბებად გადააქციეს, უნდა დაექვემდებარონ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარატივების ომის შედეგად ტვინდაზიანებული რევოლუციონერები ჩვენც დაგვღუპავენ, თავის თავსაც და ქვეყნის მომავალსაც.” – წერს სოსო მანჯავიძე.

Continue Reading

Previous: ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა
Next: ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი” და ქართველობასთან „გალაქტიკურად” შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025