Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყნისთვის ზიანის დაყენება ვინმემ შეძლოს, მისი გამოსწორება ისევ იმ უმრავლესობის ზურგზე გადაივლის, რომელიც ჯერ კიდევ ამ ყველაფერს ითმენს

მარშალ პრესი 12/01/2025
dimitri khundadze

„ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს,” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მოსამართლეების, პოლიციელების, კანონმდებლების მისამართით, მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისათვის და ეს მათ არჩევანშიც აისახა.

„მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, დეპუტატებზე და ზოგადად, საწინააღმდეგო პოზიციებზე მდგომ მოქალაქეებზე თავდასხმა, მხოლოდ სისუსტის მაჩვენებელია.

პოლიციელებს ედავებიან, რომ თავად „ხლაპუშკებით” საკანონმდებლო ორგანო ვერ დაიპყრეს, მოსამართლეებს უწუნებენ „მოლოტოვიშნიკების” და პოლიციელებზე თავდამსხმელების დასჯას.

კანონმდებლებს ოჯახური ფასეულობების, ქართული ტრადიციების დაცვა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი
რუსულად „მოუნათლეს”, საწინააღმდეგო აზრს მის განადგურებამდე ებრძვიან და ამ უმცირესობას ასეთი ქვეყანა რომ სურს, სწორედ ამიტომ მათ უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ეს იყო და იქნება არჩევნებში მათი მარცხის ძირითადი მიზეზი. ასეთი ქვეყანა გვქონდა და ასეთი საზოგადოებას აღარ სურს, რაც არ უნდა მოჩვენებითი სიმრავლე დაგეგმოს დამკვეთმა.

ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყნისთვის ზიანის დაყენება ვინმემ შეძლოს, მისი გამოსწორება ისევ იმ უმრავლესობის ზურგზე გადაივლის, რომელიც ჯერ კიდევ ამ ყველაფერს ითმენს.
ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს,” – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური
Next: დაკავებულია ელენე ხოშტარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.