Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მზია ამაღლობელი, არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა

მარშალ პრესი 12/01/2025
davit chikhelidze

მზია ამაღლობელი, არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის  მიერ პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფის  ამსახველ კადრებს.

მისივე თქმით,  ყველამ უნდა გაიგოს, რომ მედიის წარმომადგენლობა ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც არაერთხელ დადასტურდა, ხოლო მზია ამაღლობელის ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, დღეს საქართველოში არსებული პრობლემა – ჟურნალისტების არაჟურნალისტური ქმედება.

„მზია ამაღლობელი, არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა!

მზია ამაღლობელის დაკავების ირგვლივ კითხვის ნიშნები არ არსებობს, ყველაფერი დღესავით ნათელია.

უსაფუძვლოა საუბარი იმის შესახებ, რომ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ან ქალბატონი მზიას დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. პოლიციამ კანონის შესაბამისად და ევროპაში/აშშ-ში არსებულ სტანდარტზე, მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელა. კოლექტიურ დასავლეთში პოლიციელზე თავდამსხმელის წინააღმდეგ, მინიმუმ პროპორციული ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული….

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიციის წინააღმდეგ ხელს აწევს უმკაცრესად იქნება დასჯილი! არავის აქვს უფლება, ადამიანს რომელიც 24 საათი ქვეყნის სამსახურშია, შეურაცხყოფა მიაყენოს! როგორც მოგეხსენებათ დაკავებული მზია ამაღლობელი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მედიის წარმომადგენლობა ინდულგენცია არ არის, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც არაერთხელ დადასტურდა, მზია ამაღლობელის ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, დღეს საქართველოში არსებული პრობლემა, კერძოდ ჩვენ ხშირად ვხედავთ, ჟურნალისტების არაჟურნალისტურ ქმედებას. სამწუხაროდ ჟურნალისტების ქმედება ხშირად ცდება მათ მანდატს და აშკარად პროვოკაციული ნიშნების მატარებელია,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი
Next: პოლიციელი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს, გაითავისეთ და პატივი ეცით ამ მოცემულობას. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციც და ქალიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025