მერე კითხვას დასვამს მავანი-ოპოზიცია რატომაა ასეთ ურეინტიგო ყოფაში და ქართულმა ოცნებამ კიდევ როგორ მოიგო არჩევნებიო?

701
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მერე კითხვას დასვამს მავანი-ოპოზიცია რატომაა ასეთ ურეინტიგო ყოფაში და ქართულმა ოცნებამ კიდევ როგორ მოიგო არჩევნებიო?
შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მთავრობა ეს ჩვეულებრივი ამბავია,მაგრამ ამდენი დაგეგმილ-განხორციელებული პროექტის, ეკონომიკის სტიმულირების გეგმის, ფინანსური ხარჯვის დეტალების, შესრულებული,თუ შესასრულებელი პოლიტიკური ამოცანების განხილვისას,როდესაც პრემიერმა უამრავი ღონისძიება,ციფრი,პროგრამა, გეგმა წარადგინა და მხოლოდ ერთი ორი ოპოზიციონერი დეპუტატი გამოჩნდა ვინც საგნობრივ ოპონირებაში შევიდა,ხოლო დანარჩენები დაკავდნენ პოლიტიკური “სპეკულაციებით” “ორღობის ჭორებითა” და დროის უაზრო ხარჯვით.
სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიცია მხოლოდ ფასადია, როლია კარიკატურული პოლიტიკოსებისა,რომელთაც ჰგონიათ,რომ რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვიან და ტელევიზიაში იპოზირებენ ამომრჩევლის გულს მოიგებენ.
გარეთ 21-ე საუკენეა ხალხო და არა 2003 წელი…
არჩევნებს გაკეთებული საქმე იგებს და არა დადგმული პერფორმანსები…” – წერს ქადაგიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება