Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო

მარშალ პრესი 11/01/2025
shalva papuashvili

საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვარამიას საქმეში, რა დროსაც ამერიკის ელჩმა მოსამართლეს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ამერიკულისგან განსხვავებით, ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა.

„აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება – რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება“.

საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო. შეხსენებისთვის, ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა და სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო (ამ შემთხვევაში, ამერიკულისგან განსხვავებით), რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა.

რატომ სჭირდებოდათ ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა, რუსთაველის გამზირზე, მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით დადგმული ომის იმიტაციაში და მის ოფისებში აღმოჩენილი ასაფეთქებლების მარაგებით, რომლითაც ასე იწონებდა თავს ელენე ხოშტარია“, – წერს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: რა პათეტიკური პატარა სულელია – მიშელ როთი მარკ ცუკერბერგზე
Next: ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია, იმ პირებს, რომლებიც თავიანთ პარტიებშივე არიან დაჯგუფებული, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025