Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება „იროდიონის სინდრომი“ („ცისფერი მთები“) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის

მარშალ პრესი 11/01/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ეხო კავკაზა”-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და წერს, რომ “ეხო კავკაზას” ასკინკილით მოხტუნავე ცნობილი “ექსპერტები” ერთმანეთს ეჯიბრებიან “პირიქითა არმაგედონის” სურათის წარმოსახვაში.

„20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება “იროდიონის სინდრომი” (“ცისფერი მთები”) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის. ყველა ეუბნება: “გაგერღვაო კაცო შარვალი” – და არაო, ჯიუტად იქნევს ხელს იროდიონი. რეჟისორი აქაც გვიტოვებს ინტრიგას – ეს იროდიონის გარღვეული შარვლის ხმა იყო თუ ჭერზე გამსკდარი ბიაზის.

რა მნიშვნელობა აქვს – ვერც ბიაზის გასკდომას ათვითცნობიერებენ ნგრევისკენ განწირული შენობის მობინადრენი: ხან მიწის ქვეშ ეძებენ მიზეზებს და ხან მოტობურთს აბრალებენ. საბოლოო ჯამში მაინც გაქცევით შველიან თავს. ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა: “რადიო თავისუფლების”, როგორც მთავარი რეზიდენტურის ფილიალის, “ეხო კავკაზას” ბოლო პუბლიკაციას გაეცანით, სადაც ასკინკილათი მოხტუნავე ცნობილი “ექსპერტები” ერთმანეთს ეჯიბრებიან “სასოწარკვეთილი დიასახლისების” საუკეთესო ტრადიციებში “პირიქითა არმაგედონის” სურათის წარმოსახვაში: “ქართული ოცნება” კუთხეშია მომწყვდეული, მისი ამომრჩეველი უმცირესობაშია, აშშ-მ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ა.შ. ანუ პროფესიონალი-დეზინფორმატორების პოზიციებიდან მაქსიმალურად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ “იროდიონს შარვალი არ გაერღვა” და შენობის ნგრევას მხოლოდ “მოტობურთის გაუქმება” შეუწყობს ხელს.

“ეხო კავკაზას” პუბლიკაციის მთავარი გმირები – ღვაწლმოსილი და “დამსახურებული” აგენტები არიან, რომელთა ჯაშუშობაში სამართლებრივი მხილება, წესით მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებასა და დროის ფაქტორზე უნდა იყოს დამოკიდებული,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში
Next: როდის მიაკითხავს ჭყონიას სამართალი? – რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი საეჭვო თამაშებში ერთვება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025