Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს, სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული, რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ, მთავარი ხომ აღქმებია!

მარშალ პრესი 10/01/2025
zaal anjaparidze

გუშინწინ “Hudson Institute -ში საქართველოს “დაუძინებელი მეგობრების” გამოსვლები წაიკითხეთ? მძიმე წასაკითხია, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ როგორ შეიძლება რეალობაში გარდაისახოს ცნობილი იგავი მგელსა და კრავზე, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ღონისძიებაზე დამსწრეებმა, მათ შორის, ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა საქართველოს და მის მოსახლეობას დააბრალეს ყველაფერი, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა, თუმცა, მათი ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ. “გუშინწინ “Hudson Institute -ში საქართველოს “დაუძინებელი მეგობრების” გამოსვლები წაიკითხეთ?

მძიმე წასაკითხია, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ როგორ შეიძლება რეალობაში გარდაისახოს ცნობილი იგავი მგელსა და კრავზე. საქართველოს და მის ხელისუფლებას დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული.

თურმე ქ/ოცნებას არჩევნები ირანმა და აზერბაიჯანმა მოაგებინეს და 1,2 მლნ ქართველი ამომრჩეველი არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ. მთავარი ხომ აღქმებია და არა ფაქტები! სხვათა შორის, კოლექტიურმა დასავლეთმა სწორედ აღქმების საფუძველზე გაყო თავი ბევრ ცუდ საქმეში, და მგონი საქართველოშიც იგივე ეჯღანებათ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: დიახ ასეთი მომღიმარი სახის ვაჟკაცები და საქართველოს სახელმწიფოს დამცველები არიან 2013 წლიდან პოლიტიკური წნეხისაგან გათავისუფლებული ჩვენი გმირი პოლიციელები
Next: რადიკალები აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” ესვრიან, პირო-ტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.