Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს ევროპულ გზას უჭერს

მარშალ პრესი 09/06/2022
გიორგი ვოლსკი

„ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს ევროპულ გზას უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში არის რამდენიმე თემა, რომელიც აბსოლუტურად სცილდება რეალობას.

„ჩვენ ყველა დავარწმუნეთ, რომ არაევროპული სტანდარტი, რითაც სადისტური მმართველობა აწარმოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს ის არ არის, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. საზოგადოებამ დაგვიჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, შემდეგ უვიზო მიმოსვლის და თავისუფალიო ვაჭრობის შეთანხმებას. აპრილში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საგანგებოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს წინსვლა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიკს ქმნიან.

„ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ და არა თავჩაქინდრულებმა ნაცარი წავიყაროთ თავზე და ვთქვათ, რომ ასე მოხდა და ამის ანალიზი არ ვაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

Continue Reading

Previous: ის შეურაცხყოფა, რაც ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციით დღეს, მიაყენა ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს უპასუხოდ
Next: მამუკა მდინარაძე ტვ პირველს: შეგნებულად იტყუებით, ამას რატომ აკეთებთ? მგონია, რომ მიშიზმის რწმენაში ხართ გადავარდნილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025