ვახტანგ გომელაური: ურეკში ხანძარი მოხდა გუშინ, ზუსტად 12 წუთში ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობდა, არასწორია რომ წყალი არ ჰქონდათ

250
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ურეკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, გუშინ ინციდენტი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოხდა, როდესაც ნასვამმა მოქალაქემ მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქალბატონო ანა, რაც ახსენეთ თქვენ, რომ ხანძარი მოხდა, ეს მოხდა გუშინ ურეკში, ზუსტად 12 წუთში ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო მანქანა, და არა ის, რომ მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ.

უკვე ჩამქრალი იყო ხანძარი, მივიდა ნასვამი მოქალაქე, აყენებდა შეურაცხყოფას მეხანძრე-მაშველებს და მოხდა მისი დაკავება. გადაიყვანეს განყოფილებაში, მას შემდეგ მივიდნენ მისი მეზობლები, ზოგი ნასვამი იყო, ზოგი ფხიზელი, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. არა ის, რომ ხანძარზე მივიდნენ და წყალი
არ ჰქონდათ, ეს არის ფაქტი”, – განმარტა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მთავრობას კითხვებით მიმართეს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება