Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ

მარშალ პრესი 09/01/2025
tamta megrelishvili

ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გავრცელებულ მიმართვაზე, რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები აღნიშნულ რეჟიმთან.

მისივე თქმით, შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.

”ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები უკანონო რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.

ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ. იგი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მან რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ანუ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გაკეთებული მიმართვა, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს შინაარსს მოკლებულია და მან აზრი დაკარგა.

შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.

წარმატებები ქართულ სახელმწიფოს, კოლექტიურ ჯო უილსონებს თავისი მრუდე გზა აქვთ,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო – ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის, ჯო უილსონის მსგავსი კომიკური ფიგურების მუქარა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვერ და არ იქნება
Next: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.