Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო დანაპირების აღსრულება, ანუ ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 80 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართება ლიბერალურ-ფაშიზმის ადგილობრივ წარმომადგენელთა ნეონიურნბერგი

მარშალ პრესი 09/01/2025
EDISHER

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო დანაპირების აღსრულება ანუ ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 80 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართება ლიბერალურ-ფაშიზმის ადგილობრივ წარმომადგენელთა ნეონიურნბერგი,- ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას – დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი თუ რატომ არიან შეშფოთებულნი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი უცხოელი პარტნიორები, რამდენადაც მათ იციან, რომ პირველივე დაკითხვაზე აღიარებენ ისინი თუ რის სანაცვლოდ ღალატობენ ქართველ ხალხს.

„დღეს მამუკა მდინარაძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი იმას, თუ, რატომ არის შეშფოთებული, შეწუხებულ-გადაბჟირებული კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი ოკეანისგაღმელ-გამოღმელი პატრონები და რატომ აბორიალებენ ამ გაჭირვებულებს მათი მბრძანებლები რუსთაველზე ჭაჭანაჭამივი ინდაურებივით.
საქმე შემდეგშია:

როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თქვა; “სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. შემდეგ კი მომზადებული დასკვნა თავის მხრივ დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს დ შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით”. იქვე ხაზგასმითაა მითითებული – “2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები”.

ასე რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო დანაპირების აღსრულება ანუ ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 80 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართება ლიბერალურ-ფაშიზმის ადგილობრივ წარმომადგენელთა ნეონიურნბერგი.
ამრიგად ზემოდ თქმულიდან მკაფიო ხდება თუ რატომ არიან მოსალოდნელი გარემოებებიდან გამომდინარე გულამოვარდნილნი კოლექტიური ნაცმოძრაობის გარე პატრონები. ამ ბატონებმა კარგად იციან, რომ მათ მიერ აქაური დაქირავებულნი პირველსავე დაკითხვაზე დაფქვავენ ყველაფერს, რასაც აქაურ “დიფ სთეითელებს” იქაური “დიფ სთეითელები” რის ღალატის ფასად, და საერთოდ რა ფინანსების სანაცვლოდ, რა უბედურებების ჩადენას ავალებდნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა მათი მთავარი ბრალდება
Next: აი თქვენ კი, რუსულ ოჯახში გაზრდილ-აღზრდილნო, 90-იანებიდან მოყოლებული რუსული ფულით რომ არსებობთ,ზოგი მშობლით,ზოგი ქმრით და ზოგიც შვილით, გაჩუმდით, გაისუსეთ – ქეთი წიქვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.