IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმის პოლიტიზება ხელს უშლის სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას.

ადვოკატ გიორგი ყიფშიძის განცხადებით, საქმის გამოძიება სუსტად მიმდინარეობს, თუმცა საქმის გარშემო შექმნილი აჟიოტაში კიდევ უფრო ხელს უშლის მის ზუსტ გამოძიებას.

„ახალი და განსაკუთრებული ჯერ არაფერი ჩანს საქმეში. ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ, მინიმუმ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რათა კვალი დაეფარათ. საქმის ზედმეტად პოლიტიზება მიმაჩნია, დიდ პრობლემებს შეუქმნის სიმართლის დადგენას. ვთვლი, რომ საშინელი არაპროფესიონალიზმი ხდება და რაც უფრო ღრმად პოლიტიკისკენ გაექაჩებიან, მით უფრო დიდი პრობლემები იქნება ამ საქმეში. ამ ეტაპზე უადგილოდ მიმაჩნია განცხადებები, რომ ვინმე მფარველობს საქმეს, ცალსახად გამოძიების სისუსტეს ვხედავ. ვთვლი, რომ რამდენიმე საკვანძო პრობლემა არის ამ საქმეში“, – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება