Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის. ვეთანხმებით, რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის

მარშალ პრესი 09/01/2025
irakli kircxalia

ეს არის ჯილდო აგენტურული საქმიანობისთვის,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.

კირცხალიას განცხადებით, ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის, რაშიც იგი ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს და აცხადებს , რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის.

„სწორედ მას ჯილდო მისცეს აგენტურული საქმიანობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, დღესაც აი ამ ყველაფრის შემდეგ ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც აქ შეშფოთებას გამოხატავდა, რომ თურმე როგორ შეიძლება მათივე აგენტურის, deep state-ის აგენტურის აქ მოწყობილი ეს დესტრუქცია, რასაც ვხედავთ ქუჩებში, შეწუხებას და შეშფოთებას გამოხატავდა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უზრუნველვყოთ რომ დამთავრდესო.

მანამდე ყველას კარგად გვახსოვს შორეულ რეტროსპექტივაში, რომ არ წავიდეთ თუ როგორი დირექტივები და გაიდლაინები ჩამოდიოდა წინა საარჩევნოდ, ამ ბოლო ანგარიშამდე და დღეს ჩვენ ყველაფერს ჩვენ ვამხელდით, უკვე თვითონ ამ ინსტიტუტიდან, ამ გაიდლანიების და გეგმების ავტორებისგან მოვისმინეთ პირველ რიგში, რომ ეს ქალბატონი გახდა მათი სტიპენდიატი და ახლა ეს ქალბატონი გამოდის ახალი ოფისის პრეზენტაციიდან, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ სწორედ ამდაგვარი deep state-ის მართული ინსტიტუტების, კონკრეტულად მაკკეინის ინსტიტუტის ფილიალად და ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის.

კი ბატონო ვეთანხმებით, რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და კონკრეტულად ეს აგენტურული საქმიანობა მოიცავდა კონსტიტუციის, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვას და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებას თუ ქმედებას. გასაგებია საზოგადოებისთვის, რომ მან მიიღო ამანში ჯილდო და ყველაფერი ღიადაა ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იმავე დავალებას რომ გაძლევენ ახლა, იცი რომ გამხელენ და მაინც ჭადრაკი გაგაქვს და ფოტოებს ავრცელებ
Next: საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე მიზანია, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, იმ ახალგაზრდებმა, ვისაც ემოციის დონეზეც არ აქვთ ეს ყველაფერი განცდილი, უნდა იხილონ, მოისმინონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.