Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან კავშირი აღარ აქვს, 2012 წლამდე გაყიდა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 09/06/2022

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში . ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებთან დაკავშირებით ტვ პირველის მიერ დასმულ კითხვაზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, სისულელედ მიაჩნია მე იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

„სისულელედ მიმაჩნია მე იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში დღეს უფრო მეტმა ადამიანმა, ვიდრე მოწინააღმდეგე იყო, მხარი დაუჭირა ასეთ მოწოდებას. თუმცა, არც ევროპარლამენტში, არც თქვენგან, არც ერთი ობიექტური და ფაქტობრივი გარემოება, ზოგადად ფაქტი არ გვინახავს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, ერთი ქეისი ვერ დაასახელეთ, არათუ არაფორმალური მმართველობა, სადაც ჩაერია და მეორე – რაიმე რუსული კავშირი. დღეს ირაკლი კობახიძეს უთხრეს „გაზპრომის“ აქციები აქვსო. წარმოიდგინეთ, 2012 წლამდე უკვე გაყიდული აქციების შესახებ თქვენი კოლეგები თუ თქვენ, არ ვიცი, რომელი იყავით, დღეს ეუბნებიან. 10 წლის წინანდელი ამბავი არ იციან, ან შეგნებულად იტყუებით. ამას რატომ აკეთებთ? მე მგონია რომ რაღაცა მიშიზმის რწმენაში ხართ გადავარდნილი. ნუ გაღიზიანდებით ფაქტობრივ გარემოებებზე. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში . ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: რეზოლუციას დაემატა კიდევ ერთი ჩანაწერი მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას პოლიტიკური დევნის შესახებ – დავით ქართველიშვილი
Next: ნაყიდი ევროპარლამენტარის ისტორია – როგორ აგულავებდა და ახარჯავდა ფულს მიხეილ სააკაშვილი რაფაელ გლუქსმანს (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025