Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დასრულდა ამორალურ ხალხთან კოაბიტაცია – ნინო წილოსანი

მარშალ პრესი 08/01/2025
nino tsilosani cilosani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნათია და ლაკო ბუკიები, რომლებიც „პროევროპული აქციების” ლიდერები არიან, რუსეთში საკუთარი პროდუქციით ვაჭრობენ.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებდა, ბუკიები სხვებს რომ არ ამუნათებდნენ – რუსები ხართო და კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ.

„ბუკიების რუსეთში ნაშოვნ ფულზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.. არც იმას მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ – რუსები ხართო, კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კომპანიები მათნაირი ამორალურები არ არიან ამ ყველაფერზე რომ არ ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავხედურად აქეთ მოგვდგნენ.

დასრულდა ამორალურ ხალხთან კოაბიტაცია

P.S. ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო. რუსეთებში ივაჭრეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვნულს დავიცავ“, – წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
Next: უკრაინული გადამზიდავი კომპანია “UKR FERRY” -ის რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებს. რა გავლენას იქონიებს ეს კავკასიის რეგიონზე?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.