ირაკლი ღარიბაშვილი – სამხედროები მიატოვა სააკაშვილმა და მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა, ნათლად გამოჩნდა, როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი, ომი

222
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დევი ჭანკვეტაძემ იკითხა, ვინ მიატოვა ჩვენი სამხედროებიო, ვინ და სააკაშვილმა, ასევე მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. ნათლად გამოჩნდა, როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი, ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატ დევი ჭანკვეტაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ქაოსი, განუკითხაობა, რაც ხდებოდა ომში, სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა იყო.

„იყო სრული ქაოსი. რეალურად, ის გმირი სამხედროები, ვინც თავიდან მართავდნენ, თითქმის გავიდნენ ბოლოში, აიღეს მთელი ცხინვალი. შემდეგ, როცა ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სამხედრო ხართ და იცით, რაც და როგორც იყო, ამაზე არ მინდა, ღიად ვილაპარაკო. ვიცით ჩვენ ეს, ამის შემდეგ გაფუჭდა სიტუაცია. ახლა იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის არმიას დავამარცხებდით, მაგრამ ის ქაოსი და უბედურება, განუკითხაობა, რაც ხდებოდა ომში, იყო სწორედ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

მეგობრებო, შეგახსენებთ ცნობილ ფაქტს, 9 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომას ვხედავთ ალბათ არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებებით ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს, რომელიც ღლიცინებდა მაშინ, როცა ჩვენი გმირი სამხედროები იქ იღუპებოდნენ. ფაქტებს ვახსენებ და გახსენებთ. თქვენ უფლება არ გაქვთ, არ დამეთანხმოთ, რადგან ეს სიმართლე, ფაქტია. უბედურებაა, რომ 8 წელი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უქმნიდით საფრთხეს თქვენ. თქვენ ხართ საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, თქვენ და თქვენი ძალა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება