Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კიშინოვის აეროპორტში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც უკრაინიდან თბილისში უნდა გაგზავნილიყო

მარშალ პრესი 08/01/2025
simbol

მოლდოვაში, კიშინეუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო.

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი კიშინეუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Continue Reading

Previous: როგორც კი გამოაშკარავდა, რომ პია კაუმას ვიზიტს ოპოზიცია და “მესამე სექტორი” ბინძური თამაშების ნაწილად აქცევდნენ – გადაწყდა ეს ვიზიტი გადადებულიყო
Next: ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025