Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ განვიხილავთ

მარშალ პრესი 09/06/2022
ირაკლი კობახიძე

სიების აღდგენასთან დაკავშირებით ინიციატივას არ განვიხილავთ. თავის დროზე მათ გააუქმეს სიები. ეს იყო საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიების აღდგენას ეხებოდა.

კერძოდ, კითხვაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სიების აღდგენას და რამდენად აქვს შანსი ამ საკითხის განხილვას“, კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან სიების აღდგენის მოთხოვნა სულ მცირე არაკეთილსინდისიერი ქმედებაა.

„ისინი ახლა როდესაც ითხოვენ იმის აღდგენას, რაც საბოტაჟისთვის გამოიყენეს, ბუნებრივია, ეს არის სულ მცირე არაკეთილსინდისიერი ქმედება და მიუთითებს იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, რომელშიც „ნაცმოძრაობაა“. მათ აქვთ რაღაცების იმედი, მათ შორის იმის იმედი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებით რაღაც მღელვარებას გამოიწვევენ. ამ პოლიტიკურ პარტიას აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს. საზოგადოებამ იცის ყველაფერი მათი რეჟიმის, მათი დღევანდელობის შესახებ. ბუნებრივია, არ დაუშვებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ თუნდაც სცადოს ხელისუფლებაზე შეტევა. დღეს საზოგადოებას უნდა მშვიდობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება დაიცავს ამ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ქართული ოცნების ხელისუფლებას, კასტილებიანი კაცი რომ დაექირავებინა, ზოგი ევროპარლამენტარი ამ საქციელს დასავლეთისკენ მიმავალ გზად ჩაგვითვლიდა?
Next: რეზოლუციას დაემატა კიდევ ერთი ჩანაწერი მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას პოლიტიკური დევნის შესახებ – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.