Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”

მარშალ პრესი 07/01/2025
papua

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი META-ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, გააუქმოს „ფაქტების შემოწმების“ პროგრამა და ცუკერბერგი პირობას დებს, რომ აღადგენს თავისუფალ გამოხატვას Facebook-ზე და Instagram-ზე.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”.

მისივე თქმით, ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.

„წლებია ფეისბუკის მთავარი ცენზორები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეო-სექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან. დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”. აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეოებში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და ფეისბუკი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს. ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების – ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა!
Next: ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025