IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა დღეს კიდევ ერთ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

​ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, დღეს ციხეში გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც დაკავებული ბრალდებული უნდა ამოიცნოს. ადვოკატისთვის გაურკვეველია, რატომ მიმდინარეობს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაკავების შემდეგ და რატომ არ მოხდა აღნიშნული პროცედურის ჩატარება დაკავებამდე

„მე ვიცავ არასრულწლოვანს ზ.ხ-ს. დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში. ბრალი დიდი ხანია წარუდგინეს, მაგრამ დღეს რომ ტარდება ამოცნობა, ეს კითხვას აჩენს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით. დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წავსულიყავით მცხეთაში და მიგვეღო ამ მოქმედებაში მონაწილეობა. არაფერზე გვითქვამს უარი, მივდიოდით მცხეთაში ამოცნობის მოქმედებაზე, თუმცა ჩემდა გასაოცრად დილით ადრე, რვა საათზე მოხდა ზ.ხ-ს დაკავება და ამის შემდეგ არ ჩატარებულა ამოცნობა, რათა გურამ ამირხანაშვილს ამოეცნო ეს პირი, იყო თუ არა იქ. 16 საათი იყო გამოკითხვაზე და ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა იმ ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რაც გამოძიებას სურდა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ბრალად ედება ძალადობა და ძალადობის ჯგუფურად ორგანიზება.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება