Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლების წარმომადგენლები საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ

მარშალ პრესი 07/01/2025
07.01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

Post navigation

Previous: ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები
Next: პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი, როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და რეალურად თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.