IMG.GE IMG.GE

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, სტაბილურია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დიაგნოზი სერიოზულია, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

„ჯერჯერობით უცვლელად არის, სტაბილურობას ვინარჩუნებთ, გართულებების გარეშე მივდივართ, თუმცა, რა თქმა უნდა, დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია,“- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ახალგაზრდა გოგოს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება