Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს

მარშალ პრესი 06/01/2025
zurab kadagidze

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომა ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისია.

მისივე თქმით, მალე ლიბერალური ავადმყოფობა, ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება.

„ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისი! ტრამპის გაპრეზიდენტებით დაწყებული, ევროპული ლიბერალიზმის დეკადანსი, ამერიკის კონტინენტზე გადავიდა.

გერმანია ნიდერლანდები ბელგია საფრანგეთი ესპანეთი ავსტრია ბულგარეთი რუმინეთი დღეს კანადა და დიდი ალბათობით, მალე დიდ ბრიტანეთშიც გადადგება მთავრობა! მოკლედ, ლიბერალური სიგიჟის სივრცე ევროპის მასშტაბით, ბალტიის ქვეყნები და ლოკალურ დონეზე, ქართული რადიკალური ოპოზიცია დარჩება.

მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს. და ძალიან მალე, ლიბერალური ავადმყოფობა, როგორც კეთრი, ჯანსაღი ორგანიზმიდან – ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
Next: ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.