Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო

მარშალ პრესი 06/01/2025
edisher gvenetadze

კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ის უბნელესი გავლენები, რომელიც “დიფ სთეითს” ანუ ფარულ მმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში და რომელთა ხელის ბიჭები, სახელდობრ კი თანამედროვეობის ყორღანაშვილები, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ეხმიანება.

გვენეტაძის თქმით, თანამედროვე ყორღანაშვილები 20 იანვრის მოახლოებით შეშინებულები არიან და პატრონებასც დახმარებას სთხოვენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმაზე, რომ იგი იძულებული გახდა, ვიზიტი გადაედო.

“კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ის უბნელესი გავლენები, რომელიც “დიფ სთეითს” ანუ ფარულ მმართველობას გააჩნია მთელ მსოფლიოში და რომელთა ხელის ბიჭები, სახელდობრ კი თანამედროვეობის ყორღანაშვილები, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში. რომლებიც ისე არიან შეშინებულ-შეშფოთებულნი 20 იანვრის მოახლოებით, რომ უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს-გვიშველეთ დაგვეხმარეთო.

მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს ამ ქალბატონის მიმართ, რომ ისიც იძულებული გახდა დაეწერა ვიზიტი დროებით გადავდეო.

ლოგიკურია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში, რომ ჩამოსულიყო. “ოპოზიცია” ხომ ეტყოდა არჩევნები გაყალბდა და ახალ არჩევნებს ვითხოვთო.

ეს პატივცემული თავის მხრივ ხომ უპასუხებდა – კი მაგრამ ეუთო/ოდირმა დასკვნაში ჩაწერა: “არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული” და ამიტომაც მე თქვენთან მაქვს შეკითხვა ე.წ. “ოპოზიციონერებო” თუ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, მაშინ როგორ გაყალბდაო?

აი ამის შეეშინდა “დიფ სთეითს” ვინაიდან მისი დაქირავებული ყორღანაშვილების აქ გაშავება საბოლოოდ გამოუსვამდა და კიდევაც გამოუსვამს ცელს მათ მიზნებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ამიტომაც დაველოდოთ 20 იანვრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. რატომ? იმიტომ რომ ქალბატონმა პია კაუმამ გადავდე ვიზიტი და კი არ გამიუქმებიაო.” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს
Next: ნაც-პროკურორ გვარამიას „გლავკანალმა” სეპარატისტების პროკურატურის მანტია მოირგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025