Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო – ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან

მარშალ პრესი 06/01/2025
tamta megrelishvili

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება. ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება.
ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო.

ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით.
გვებრძვიან ყველა ფორმით ყველა მიმართულებით.

პოლიტიკურად,პოლიტიკის მიღმა ქუჩის პროცესებით,ზნეობრივად.
პოლიტიკური გონიერების ფასი ახლა და ამჟამად ყველაზე დიდია.
ომში ჩართვის პოლიტიკურ ულტიმატუმს უძლებს საქართველო!

მშვიდობა ქართულ სახელმწიფოს და მადლობა ქართველ ხალხს ამ მშვიდობის არჩევისათვის.

მსოფლიო საცერში იცრება და ქართული სახელმწიფო პოლიტიკურ “ნარჩენად” არ უნდა იქცეს.

ბულინგი კი რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური საუბრის ენად იქცა არის უსამართლო და უკანონო.” – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა
Next: ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.