Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება – ცესკო

მარშალ პრესი 06/01/2025
cesko

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, – განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დისკრედიტაციის მიზნით დაინტერესებული მხარეები აღნიშნული საკითხით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების ყოველწლიურად მინიმუმ 10%-იანი ზრდის პროცესი.

საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ხელფასების ზრდა როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად მედიის ნაწილი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. კერძოდ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 2017 წლის ხელფასი 2025 წლის ხელფასს შეადარა და საზოგადოებას ისე მიაწოდა ინფორმაცია თითქოს ზრდა არა ეტაპობრივად, არამედ ერთჯერადად, წელს განხორციელდა და ზრდის პროცენტიც 10%-ზე ბევრად დიდი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ამ საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი სარგო 10%-ის ფარგლებში როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის, რაც ასევე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ხელფასის ზრდა პერსონალურად რომელიმე ხელმძღვანელი პირის გარკვეული დამსახურებების გამო განხორციელდა.

დაინტერესებული მხარეები ასევე მანიპულაციურად უკავშირებენ ერთმანეთს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და ხელფასების ზრდას. თითქოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად წარმოშობილი ფინანსები დაედო წყაროდ სარგოების ზრდას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საერთო სახელფასო პოლიტიკის ჭრილში 10 %-იანი ზრდის საკითხი, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შესაბამის უწყებებში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში იყო გათვალისწინებული და ცესკოს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს ზემოთ მითითებული ბრალდების აბსურდულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ხელფასებთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულაცია ხდება მიზანმიმართულად, რაც ჩვენი ვარაუდით საზოგადოებაში უწყების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაძლიერებლად ვრცელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოებას და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მათი სისწორე, რათა უზრუნველყონ ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პია კაუმა დელეგაციასთან ერთად ჩამოდის, ჩვენი ქვეყნის მტრებმა ერთი ამბავი ატეხეს
Next: ოპოზიციის პროტესტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და ანტიევროპულობის მკვეთრი გამოხატულებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025