Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა

მარშალ პრესი 06/01/2025
davit chikhelidze

სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს – ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებას, რომლის თქმითაც, უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა.

ჩიხელიძის განცხადებით, აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს სანქციები ისე დაუწესა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მტკიცებულების წარსადგენად თავიც კი არ შეიწუხეს. მისივე თქმით, დენიელ ფრიდის მაგავსი ლობისტები დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ.

“სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე – ადამიანს ასანქცირებენ რუსეთთან კავშირის გამო და თავსაც კი არ იწუხებენ, რომ რამე სახის მტკიცებულება წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. იქცევიან, როგორც იმპერია: მე ვთქვი, შესაბამისად ასეა… არადა ქართველებს ძალიან გვიყვარს სიმართლე და ვიცით, რომ ეს სიმართლე ამჟამად ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხარეს არ არის. მსგავს ლობისტებს რაც შეეხება, დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ, რადგან დღეს ერთი გადამხდელის ინტერესებს ატარებს, ხოლო ხვალ მეორე გადამხდელის ინტერესებს გაატარებს,” – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს
Next: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პია კაუმა დელეგაციასთან ერთად ჩამოდის, ჩვენი ქვეყნის მტრებმა ერთი ამბავი ატეხეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025