Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო

მარშალ პრესი 05/01/2025
gia abashidze

რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო, რომ ცდილობს რამენაირად ჩაშალოს ეუთოს მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ობიექტურ რეალობას ვერსად გაექცევიან სასაცილო, კოლექტიური წერილების ავტორი ნეოტროცკისტები, ანტიქართველი კოლექტიური “ნაცები”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციური პარტიების მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასთვის მიწერილ წერილს.

აბაშიძის განცხადებით, საქართველოში რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ქართველის ერის გარდა, ეს აღიარა მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეუთომ, ისევე როგორც ევროსაბჭომ. ის ასევე ინტერესდება, რატომ არ ჰქონდათ რადიკალებს მსგავსი რეაქცია, ნატოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ ახალი წლის მისალოც წერილზე.

“რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო, რომ ცდილობს რამენაირად ჩაშალოს ეუთოს მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ობიექტურ რეალობას ვერსად გაექცევიან სასაცილო, კოლექტიური წერილების ავტორი ნეოტროცკისტები, ანტიქართველი კოლექტიური “ნაცები”.

საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ქართველის ერის გარდა, ეს აღიარა მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეუთომ, ასევე ევროპის საბჭომაც. ცოტა ხანში სხვა საგარეო აქტორებთანაც მოუწევთ რაღაც უსტრების გაგზავნა ლუზერ რევანშისტებს. საინტერესოა, ნაცმანქურთებს რატომ არ ჰქონდათ რეაქცია, როცა ნატოს გენმდივანმა რიუტემ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიულოცა ახალი წელი?

ეტყობა, ბოროტი კლოუნადის დადგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით მოერიდათ რუსული საქმის მკეთებელ დესტრუქციულ ნაცსექტაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება ასამბლეის პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს
Next: შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.