Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში?

მარშალ პრესი 05/01/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილს იდიოტები მართავენ.

„იდიოტოკრატია” ევროპულად…

ევროპაში:

გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია!
საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია!
ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს!
ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი!
ავსტრიაში კანცლერი გადადგა!
ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან!

საქართველოში:

მთავრობა დამტკიცებულია!
ბიუჯეტი მიღებულია!
პრეზიდენტი არჩეულია!

ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა – ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში, ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა
Next: 2025 წელს გააზრებულად ველით ახალ გამოწვევებს, რომელსაც ისევე დავძლევთ, როგორც ცეცხლმოკიდებული რეგიონიდან საქართველოს გადარჩენა იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.