Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა

მარშალ პრესი 05/01/2025
guram macharashvili

დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვიყავით და ვართ პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვისთვის ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც. ეს პერიოდი აუცილებლად დადგება 2025 წელს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს და ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ქმედებებს, ნაბიჯებს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოში თუ ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს აზიანებდა და აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს. ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება შევა ძალაში და ტრამპის პოლიტიკა შეუდგება უკვე მოქმედი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ამასთან, გაატარებს იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩვენი და მსოფლიოს ინტერესებშიცაა, უკრაინაში ომი დასრულდეს, აშშ რომ არ ერეოდეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის შემდგომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა ამ ურთიერთობების.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი აირჩია პრეზიდენტად და არცერთი სხვა პირი ამერიკაში. ყველას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ უპირველესად ამერიკის საზოგადოების გადაწყვეტილებას და მიჰყვნენ იმ პოლიტიკას, რომელიც მიიღო ტრამპმა და რა პოლიტიკითაც ამერიკის საზოგადოებამ აირჩია თავისი პრეზიდენტი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ესენი იცით ვის მახსენებენ? იუდა ისკარიოტელს, რომელიც წლები ტკბებოდა უფალთან სიახლოვით, ბოლოს ყველაფერს უღალატა და სისხლიანი 30 ვერცხლის აღებაზე შეჯერდა
Next: დააკავეს სამი პირი, რომლებიც ჩასარიცხ აპარატებს ტეხავდნენ და ფულს იპარავდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.