Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი Tesla-ს Cybertruck-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილის შესახებ: აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი, ნამყოფია საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში – ვიზიტის დეტალები გამჟღავნებული არ არის

მარშალ პრესი 03/01/2025
david kartvelishvili

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილი მეთიუ ლიველსბერგერის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე იმყოფებოდა ავღანეთში. ასევე საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყნებში მისი ყოფნის ზუსტი თარიღები და დეტალები ცნობილი არ არის.

„ვინ არის მეთიუ ლიველსბერგერი — აშშ-ს არმიის სპეციალური ძალების სერჟანტი, რომელიც ეჭვმიტანილია Tesla Cybertruck-ის ელექტრომობილის აფეთქებაში ლას-ვეგასის სასტუმროსთან, რომელიც აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ეკუთვნის. USA Today-ის ინფორმაციით, ლიველსბერგერი 2006 წლიდან მსახურობდა შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში.

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე იგი იმყოფებოდა ავღანეთში. გარდა ამისა, იგი გაგზავნილი იყო საქართველოში, კონგოს რესპუბლიკაში და უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყნებში მისი ყოფნის ზუსტი თარიღები და დეტალები არ არის გამჟღავნებული. ასევე იუწყებიან, რომ ლიველსბერგერი გერმანიაში უკრაინელი სამხედროების გაწვრთნაში მონაწილეობდა და მსახურობდა სპეციალური დანიშნულების 10-ე ჯგუფში. ლას-ვეგასის ინციდენტის დროს იგი შვებულებაში იმყოფებოდა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საშემოდგომო/ზამთრის აქციებზე უზარმაზარი ფული “გაიჭრა”, “ენ”-რაოდენობით ნარკოტიკის გასაღება მოხდა და ეს იყო აგენტოკრატების მარიონეტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი და ბედნიერი ახალი წელი
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.