IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა, რის შემდეგაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღო. მუსიკოსი რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მორიკონეს მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალებისთვის ასობით მუსიკა აქვს დაწერილი. ის არის  ისეთი ცნობილი ფილმების კინომუსიკის ავტორი, როგორებიც არის „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და სხვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება