Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნდობა, რომელიც დამყარებული არის გამოცდილებაზე – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 31/12/2024
shalva papuashvili

ნდობა, რომელიც დამყარებული არის გამოცდილებაზე, – ასე აფასებს „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ნებისმიერ გაერთიანებაში ყოფნა გულისხმობს მეტ ინტერაქციას სხვა ერებთან. როდესაც საერთო საკითხებზე იქნება მსჯელობა, არასდროს დავივიწყოთ, ვისი გორისები ვართ, საიდან მოდის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის მოამზადებს.

„დღეს ვდგავართ 2024 წლის ბოლოში, არა თუ განაცხადი შევიტანეთ, არამედ გვაქვს კანდიდატი სტატუსი. წინა 4 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი კანონი მივიღეთ, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ-სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირის სივრცესთან და მომავალშიც არანაკლები საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 2028 წელსაც, ჩვენ ვიქნებით მოწინავე ქვეყანა განვითარების ტემპებით, მოწინავე ქვეყანა როგორც ინსტიტუციურად და ეკონომიკურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ქართველმა ადამიანმა რა ქარტეხილები გადაიარა. ამდენი წვალების შემდეგ დგას ფეხზე მყარად, იცავს თავის სარწმუნოებასაც, იდენტობასაც, ღირებულებებსაც, ენასაც
Next: ნებისმიერ გაერთიანებაში ყოფნა გულისხმობს მეტ ინტერაქციას სხვა ერებთან. როდესაც საერთო საკითხებზე იქნება მსჯელობა, არასდროს დავივიწყოთ, ვისი გორისები ვართ, საიდან მოდის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.