Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

მარშალ პრესი 31/12/2024
1735653442886

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

Post navigation

Previous: ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს
Next: ქართველმა ადამიანმა რა ქარტეხილები გადაიარა. ამდენი წვალების შემდეგ დგას ფეხზე მყარად, იცავს თავის სარწმუნოებასაც, იდენტობასაც, ღირებულებებსაც, ენასაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.