IMG.GE IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთის სახით საქართველოს ევროკავშირში სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უნგრეთიდან გვაქვს. უნგრეთის სახით ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ევროკავშირში.

თუნდაც ბოლო ინიციატივები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დროს საქართველომ წარადგინა, მყისიერად იყო მხარდაჭერილი უნგრეთის მხრიდან, პიტერი კი იყო ის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ძალიან მკაფიო მხარდაჭერა დაადასტურა არა მხოლოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, არამედ ნატო-სთან მიმართებაშიც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (Eumm) ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია უნგრეთი, ჩვენ 15 მონიტორი გვყავს მისიაში.

ჩვენთან, საგარეო საქმეთა სმინისტროში კი, პიტერმა თავისი ინიციატივით მოავლინა უნგრელი ექსპერტი, რომელიც ჩვენს საერთაშორისო დეპარტმენტში მუშაობს და ჩვენს ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს ჩვენი ევროპული დღის წესრიგის წინ წასაწევად“,– განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება