IMG.GE IMG.GE

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოვიდცენრებში 108 პაცინეტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით,   კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ქვეყანაში მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულიც 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 108 პაციენტი მკურნალობს. ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა სატვირთო ავტომანქანების მძღოლია, ორივე შემოტანილია. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. შიდა გავრცელება ძალიან მინიმალურია და ეს დასაიმედებლია ჩვენს შემთხვევაში.

ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება