Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად

მარშალ პრესი 30/12/2024
irakli kobakhidze65

 ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

 „ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

 ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით.

საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.  2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს
Next: საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.