Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„კრედიტ სუისს“-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისს“-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი

მარშალ პრესი 30/12/2024
irakli kobakhidze

„კრედიტ სუისს“-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისს“-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს“-ს საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა.

 „ეს არის ყველაზე საინტერესო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისს“-თან დავა იყო წმინდა კომერციული დავა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და შეფასება, საბოლოო ჯამში, „კრედიტ სუისს“-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისს“-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. ეს თემა აქტუალური გახდა, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამას არ აპატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა.

 უფრო მეტიც, როდესაც „კრედიტ სუისს“-ი ამ დავით ბოლომდე ინადგურებს საკუთარ რეპუტაციას და ამ წლების განმავლობაში, 2008 წლიდან დღემდე, დაახლოებით 100-ჯერ არის გაუფასურებული „კრედიტ სუისს“-ის აქციები, ჩანს, რომ აქ არ არის კომერციული ინტერესი. პირიქით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს“-ს საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა.

დღეს უკვე ეს საქმე პირდაპირი ჩანაწერით აისახა სანქციების დოკუმენტში, რითაც საბოლოოდ, უკვე ფორმალურადაც დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა არა კომერციული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნას,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პირორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები
Next: ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.