Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გუშინ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა – ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული

მარშალ პრესი 30/12/2024
irakli kobakhidze3

გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული.

„ოპოზიცია შევიდა მძიმე პროცესში. მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, სცადეს ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა და ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. მე ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციების მოწყობა და ყველა უნდა გადაერთოს ახლა სხვა დღის წესრიგზე.

ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა.

ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული, იქნება ეს შიდა სუბიექტების თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციის მიმართაც“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას
Next: მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.