Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 30/12/2024
741

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები უწყების სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების შვილებისთვის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების შვილებს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. უწყების თანამშრომელთა შვილებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებში, სადაც ასევე, მოწვეული იყვნენ სამხედროების შვილები შესაბამის რეგიონებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან.

Post navigation

Previous: საბოლოო ჯამში კრედიტ სუისის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში კრედიტ სუისის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ, წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი
Next: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.