Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველოს უიღბლო პრეზიდენტობის ხანა დასრულდა, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა!

marshal press 29/12/2024
tamar chiburdanidze

დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ქართველი ხალხის დახლეჩა-დანაწევრება. დაიწყო ერთობის, სიყვარულის და შენების პერიოდი!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის მოღვაწეობა სახელმწიფოს წინაშე იქნება ისეთივე წრფელი და სიყვარულით სავსე, როგორიც იყო დღეს, მის ემოციურ გამოსვლაში იყო.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა და სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა! უკვე რამდენი წელია ქართველ ხალხს, მისივე არჩეული პრეზიდენტი მტრად მოეკიდა. უკვე რამდენი ხანია ვირჩევთ იმედით და მიდიან უიმედოდ. დებენ ფიცს ბიბლიაზე, კონსტიტუციაზე და შემდეგ ღალატობენ ღმერთსაც და სამშობლოსაც. საქართველოს უიღბლო პრეზიდენტობის ხანა დღეს დასრულდა. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა! დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ქართველი ხალხის დახლეჩა-დანაწევრება. დაიწყო ერთობის, სიყვარულის და შენების პერიოდი!

ვულოცავთ ბატონ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტობას! გვჯერა, მისი მოღვაწეობა სახელმწიფოს წინაშე იქნება ისეთივე წრფელი და სიყვარულით სავსე, როგორიც იყო დღეს მისი ემოციებით სავსე სიტყვები. გვჯერა მომავლის! საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო ჩვენი ეკლესიის და გონიერი ხელისუფლების წინამძღოლობით!”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სოფო ხუნწარიას თქმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა
Next: მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.