IMG.GE IMG.GE

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. მისივე თქმით, იყო დაგვიანების 2 შემთხვევა.

რესპირატორული სიმპტომების მქონე აბიტურიენტებისთვის გახსნილ სარეზერვო სივრცეში განთავსდა 4 აბიტურიენტი.

როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს ორი აბიტურიენტი.

უკვე ერთ საათზე მეტია, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების 93 პროცენტი. გვქონდა დაგვიანების ორი შემთხვევა, სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში ოთხი აბიტურიენტი. რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს, მაღალი ტემპერატურის გამო იყო ორი ასეთი შემთხვევა მთელი საქართველოს მასშტაბით. ორივე შემთხვევა იყო 38-მდე ტემპერატურა. სად დაფიქსირდა ეს შემთხვევები კონფიდენციალურია. რამდენმა წარმოადგინა „პისიარ“ ტესტი, ამაზე ჯერ არ გვაქვს შეგროვებული ინფორმაცია.

წინა წლებში გამოცდიდან მოხსნის ძირითადი ფაქტები უკავშირდებოდა ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანას. ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ გვაქვს და არავინ მოგვიხსნია ამ მიზეზებით“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება