Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ირაკლი კობახიძე: ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა “კრედიტ სუისის” თანხები – ყველა სირთულე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან

marshal press 29/12/2024
irakli kobaxidze

მთავარი მიზეზი იმ სირთულეების, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთელი რიგი სირთულეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სწორედ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა “კრედიტ სუისის” თანხებიც. შესაბამისად, მთავრობის მეთაურის თქმით, ომს საქართველო ვერ დაიწყებს, რასაც “დიფ სტეიტის” წარმომადგენლები აქტიურად ითხოვდნენ.

“კრედიტ სუისს” რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა “კრედიტ სუისის” თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ “გლობალურ ომის პარტიას”, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ “დიფ სტეიტის” მფარველებს – ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია “დიფ სტეიტი”, ასევე საქართველოშიც გვაქვს ჩვენი პატარა “დიფ სტეიტი”, რომელსაც ეწოდება კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. ეს ქვეყანა ქართული დიფ სტეიტისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა ამერიკაში დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სტეიტის შემთხვევაში.” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: „ნეიტრალური საქართველო“: ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით, აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ნათელს ხდის საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულების რეალურ მიზეზებს. რაც გუშინ ოქსიმორონი იყო, დღეს გვითხრეს, რომ მშვიდობა დასჯადია
Next: სოზარ სუბარი: საქართველოს ეყოლება პრეზიდენტად ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხელ ყაველაშვილი და მინდა მივულოცო მას და მთელ საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.