Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება ვიღაცამ დაგაჯერა, რომ საბრძოლველია მაიმუნს “ობეზიანა” რომ არ ერქვას, ნერვიულობ, ჩელიაბინსკში რომ არ გაიღვიძო, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა კლასტერთან ერთად აპროტესტებენ ძალადობას

marshal press 29/12/2024
mamuka mdinaradze

არანაირი საფუძველი არ აქვს მათ ფეიკ-კამპანიებს, იმიტომ,რომ დავიზეპირეთ, თუკი რამე ქართულს და ეროვნულს გავაკეთებთ, ყველაფერს აუცილებლად დაარქმევენ რუსულს. მათ ტრენდში რომ ჩავჯდე, უნდა მოგესალმოთ და დილა მშვიდობის არასდროს იქნება “დობროე უტრო”, ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო. ამას ვინც იჯერებს, ქართულ საზოგადოებასაც მისი არ სჯერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

 

მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებას ასევე არ სჯერა იმ ადამიანების, ვინც “ნაცმოძრაობასთან” ერთად დგას და აპროტესტებს ძალადობას.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას არ სჯერა იმ ადამიანებისაც, რომლებიც “ნაცებთან” ერთად ძალადობას აპროტესტებენ. შეიძლება, ძალიან გულწრფელი იყო, ვიღაცამ დაგაჯერა, საბრძოლველია, რომ მაიმუნს “ობეზიანა” არ ერქვას, ჩელიაბინსკში რომ არ გაიღვიძო, ნერვიულობ გულწრფელად, რუსთაველზე ებრძვი რუსეთს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ისინი დგანან ნაცმოძრაობის სხვადასხვა კლასტერთან ერთად და აპროტესტებენ ძალადობას.” – აღნიშნა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, აგენტურულმა პარტიებმა, ქართული საზოგადოება მავნებლობაში ვერ ჩაითრია, ხოლო თავიანთ “ფეიკებს” ოპოზიცია როგორ გაამართლებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

“გვიხარია, რომ ქართული საზოგადოება, ზოგიერთმა აგენტურულმა პარტიამ იმ აგენტურულ მავნებლობაში ვერ ჩაითრია. ეს გულწრფელად გვიხარია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ამ ნიშნულზეა. 200 ათასს იტყვიან თუ 150 ათასს და მერე, საკუთარი “ფეიკების” “გასაპრავებლად” მე თუ სხვას დაესხმებიან თავს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე- წლების განმავლობაში გვესმოდა, თითქოს „კრედიტ სუისთან“ დავას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი 
Next: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ინაუგურაციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.